ფულის გადარიცხვა მომენტალურად | გადარიცხვები

გადარიცხე ფული სფეისით

  • ნებისმიერი ბანკის ბარათზე
  • მომენტალურად, 24/7-ზე
  • Სცადე ავტომატური გადარიცხვა

    მიიღე აპლიკაციის გადმოსაწერი ბმული სმს-ით

    გადარიცხე ფული ყველა ბანკის ბარათზე, 24/7-ზე

    დაივიწყე დაგვიანებული გადარიცხვები, თანხის დაჯდომა მომდევნო სამუშაო დღეს და არასამუშაო დღეებში ბანკებს შორის გაჭედილი ფული. სფეისით ნებისმიერი ბანკის ბარათზე ფული მყისიერად ირიცხება. არ აქვს მნიშვნელობა დღეს, შაბათ-კვირას და დღესასწაულს.

    გაითვალისწინე, თანხა მომენტალურად ჯდება ბარათზე, თუმცა შეიძლება დრო დასჭირდეს ანგარიშზე ასახვას. ფულის გამოყენებას მაშინვე შეძლებ ბანკომატში, ტერმინალზე და ონლაინ გადახდისას.

    ჩვენ გვაქვს 4 ტიპის გადარიცხვა. შეგიძლია თანხა გადარიცხო: მობილურის ნომრით, ნებისმიერი მესენჯერით, ბარათებს შორის გადარიცხვის ფუნქციით ან სტანდარტულად, ანგარიშის ნომრით.

    არ გადაიხადო არც ერთი თეთრით ზედმეტი სფეისიდან

    გადმოიტანე ფული სფეისზე ნებისმიერი ბანკის ბარათიდან, საკომისიოს გარეშე.

    მართე შენი ფინანსები ერთ სივრცეში

    რამდენიმე ბანკის ბარათს იყენებ? დაამატე ნებისმიერი ბარათი სფეისის აპლიკაციაში და გადარიცხე ფული 24/7-ზე, მომენტალურად. რაც მთავარია, დამატებული ბარათებით ნებისმიერი სხვა ტრანზაქციის შესრულებასაც პირდაპირ სფეისის აპლიკაციიდან შეძლებ.

    გადარიცხე ფული შენი ერთი ბანკის ბარათიდან მეორეზე, ნებისმიერ დროს

    გაითვალისწინე, თანხა მომენტალურად ჯდება ბარათზე, და არა ანგარიშზე. ანუ, გადარიცხული თანხის გამოყენება მყისიერად შეგიძლია ნებისმიერ ობიექტში გადახდისთვის, ონლაინ შოპინგისა და ბანკომატიდან განაღდებისთვის. ანგარიშზე ფულის ასახვას კი მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე სჭირდება.

    გადარიცხე ფული ავტომატურად

    მოგვანდე შენი ფინანსები, დააყენე ავტომატური გადარიცხვები და აღარ იდარდო, რომ ვინმესთან ფულის გადარიცხვა გამოგრჩება.

    როგორ დავაყენო ავტომატური გადარიცხვა?
    აპლიკაციის მთავარ გვერდზე, დააჭირე გადარიცხვის ღილაკს, შეარჩიე შაბლონი ან დაამატე ახალი. სასურველი შაბლონი თითით მარცხნივ გაწიე და მონიშნე ავტომატური გადარიცხვა. შეავსე მონაცემები და შეინახე. დავალება მიღებულია!  
    როდის შემიძლია გადავრიცხო?
    ავტომატური გადარიცხვა შეიძლება დააყენო როგორც კვირაში, ისე თვეში ერთხელ. თითოეული შაბლონისთვის შეარჩიე კვირის დღე ან თვის კონკრეტული რიცხვი. შემდეგ უბრალოდ მიუთითე თანხა და ჩართე.
    საიდან გადავრიცხავ?
    თანხის გადარიცხვას შეძლებს სფეისის ანგარიშიდან

    შეუკვეთე სფეის ბარათი

    პირდაპირ აპლიკაციიდან, 10 ლარად და ჩვენ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

    სმს შეტყობინება გამოგზავნილია!

    დააჭირეთ მიღებულ ბმულს და გადმოწერეთ სფეისის აპლიკაცია.